იაპონიაში ასამდე გაიზარდა წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა

დღეს დილით, იაპონიის ქალაქ კურასიკიში აღმოაჩინეს წყალდიდობის შედეგად დაღუპული კიდევ 7 ადამიანის ცხედარი. ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, სულ დაღუპულია 100 ადამიანი. ათობით დაკარგულად ითვლება. იაპონიის ცენტრალურ და სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში 5 ივლისიდან დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. განსაკუთრებით დაზარალდნენ ქალაქი ხიროსიმა და მის გარშემო მდებარე დასახლებული პუნქტები. სამაშველო-სამძებრო ოპერაციაში მონაწილეობს 54 ათასი მაშველი, პოლიციელი, სამხედრო და მოხალისე.