მაკედონია ნატოს წევრი შეიძლება გახდეს თუ სახელწოდების შეცვლის შეთანხმებას ხალხი მიემხრობა

ნატომ ოფიციალურად მიიწვია მაკედონია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე. ალიანსის თანახმად, მაკედონია ნატოს წევრი გახდება მხოლოდ მაშინ, თუ მოაგვარებს საბერძნეთთან სახელწოდების თაობაზე უთანხმოებას. მიწვევა, რომელსაც ყველა მოელოდა, 11 ივლისს ნატოს სამიტის შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში გამოქვეყნდა ალიანსის 29 წევრის მიერ. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ახლა,ეს საკითხი იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის მაკედონიის ხალხის გადასაწყვეტია. სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ეს იშვიათი შესაძლებლობაა და თუ ხალხი მიემხრობა შეთანხმებას საბერძნეთთან, შეეძლება ნატოში გაწევრიანება, და თუ უარს ეტყვიან მას, არ შეუერთებიან ალიანსს. ორივეს ვერ მიიღებენ, თქვა ბრიუსელის სამიტზე სტოლტენბერგმა და დასძინა, სხვა გზა ნატოში შესვლისა, სახელის შეცვლის გარდა არ არსებობს, ისე რომ ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მიწვევა იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკას გაუგზავნეს მას მერე, რაც მისმა მთავრობამ მიაღწია ნატოსა და ევროკავშირის წევრ საბერძნეთთთან თავისი ოფიციალური დასახელების გამო შეთანხმებას. საბერძნეთს არ სურდა თანხმობა განეცხადებინა მაკედონიის წევრობაზე ნატოში, რადგან მის ერთ-ერთ რეგიონს იგივე დასახელება აქვს. წელს ორი ქვეყანა მორიგდა და მაკედონია შეიძლება გახდეს ნატოს 30-ე წევრი, თუ მისი ხალხი რეფერენდუმში მიემხრობა მთავრობის შეთანხმებას. ნატოში მაკედონიის გაწევრიანების პერსპექტივით უკმაყოფილება უკვე გამოხატა რუსეთმა, რომელიც ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებას დიდი ხანია ეწინააღმდეგება. პრესამ გაავრცელა ცნობა 11 ივლისს, რომ საბერძნეთი ქვეყნიდან გააძევებს ორ რუს დიპლომატს და ორ სხვას ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს მათი მცდელობის გამო, ჩაეშელათ გასული თვის მორიგება ათენსა და მაკედონიას შორის. რუსეთმა განაცხადა, რომ სათანადო პასუხს გასცემს ამ ქმედებას.