„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაში მონაწილე ევროპულ კომპანიებს შესაძლოა შეეხოთ აშშ-ის სანქციები

ევროპულ კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაზსადენის მშენებლობაში, შეიძლება შეეხოთ აშშ-ის სანქციები. ამის თაბაზე განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

დარწმუნებული ვართ, რომ გაზსადენი საფრთხეს შეუქმნის ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, ვინაიდან რუსეთს კიდევ ერთ ბერკეტს მისცემს ევროპის ქვეყნებზე, განსაკუთრებით, უკრაინაზე პოლიტიკური ზემოქმედებისთვის“, ნათქვამია განცხადებაში.