ადიდებულმა რიონმა ღები გარესამყაროს მოწყვიტა

Your browser doesn’t support HTML5

ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე რიონმა რაჭაში, ონის რაიონში სოფელ ღებისა და პატარა ღების დამაკავშირებელი ხიდი წაიღო. პრეზიდენტის რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში არჩილ ჯაფარიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, ელოდებიან წყლის დონის დაკლებას, რომ აღდგენითი სამუშაოები დაიწყონ.