ტერეზა მეის თქმით, ტრამპმა მას შესთავაზა ეჩივლა ევროკავშირისათვის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა მას შესთავაზა, რომ ეჩივლა ევროკავშირისათვის დიდი ბრიტანეთის კავშირიდან გასვლის მოლაპარაკებების მაგივრად. მანამდე, 13 ივლისს დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტერეზა მეის ბრექსიტთან დაკავშირებით მისცა რჩევა, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ძალიამ „მკაცრად“ მიიჩნია. დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წელს უნდა დატოვოს რეფერენდუმის თანახმად, რომელიც 2016 წელს გაიმართა. რეფერენდუმზე უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროკავშირდან გასვლას, „ბრექსიტს“.