იწყება იტალიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

სერჯო მატარელა

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა. მისი დახვედრის ცერემონია 18 საათზე გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში. გიორგი მარგველაშვილი და სერჯო მატარელა ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი დელეგაციებათან ერთად შეხვდებიან. ორდღიანი ვიზიტისას იტალიის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. სერჯო მატარელა დაესწრება საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმს.