ვაშინგტონში ბრალი წაუყენს რუსეთის ხელისუფლების ფარულ აგენტ ქალს

აშშ-ის პროკურატურის თანამშრომლებმა დააპატიმრეს რუსი ქალი, რომელიც ცდილობდა კავშირების გაბმას ამერიკის კონსერვატორ პოლიტიკოსებთან და ბრალი წაუყენეს მას, როგორც რუსეთის ხელისუფლების ფარულ აგენტს. ვაშინგტონის სასამართლოში 16 ივლისის ბოლოს წარდგენილ დოკუმენტში პროკურორები აცხადებენ, რომ 29 წლის მარია ბუტინა, უმასპინძლდებოდა და ურთიერთობებში შედიოდა ამერიკელ პოლიტიკოსებთან, რათა მათი საშუალებით შეეღწია აშშ-ის პოლიტიკურ ორგანიზაციებში; კერძოდ, ერთ-ერთ ყველაზე უფრო გავლენიანი ლობისტური ორგანიზაციის, აშშ-ის იარაღის ეროვნული ასოციაციის (NRA) რიგებში, რაზეც ინფორმაციებს აწვდიდა მოსკოვის მაღალი რანგის მოხელეებს. პროკურატურის სარჩელის თანახმად, 2015 წლით დათარიღებულ ელექტრონულ წერილში ბუტინა იარაღის ეროვნულ ასოციაციას ახასიათებს როგორც ერთ-ერთ „უმსხვილესს სპონსორს“ აშშ-ის კონგრესის არჩევნებზე და წერს, რომ აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, მოსკოვმა უნდა დაამყაროს კავშირი რესპუბლიკური პარტიის კამპანიის მხარდამჭერ, კოსერვატიული პარტიის მომხრეთა კონფერენციასთან. იუტუბიზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც 2015 წლის ივლისით თაღიღდება, ლას ვეგასში გამართულ ამერიკელი კონსერვატორების ფორუმზე, ბუტინა ეკითხება იმხანად პრეზიდენტობის კანიდატ დონალდ ტრამპს, დაუჭერდა თუ არა იგი მხარს სანქციების გაგრძელებას რუსეთის წინააღმდეგ.