იაპონიამ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ფართომასშტაბიან შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც, იმედოვნებენ, რომ გახდება საპირწონე იმ პროტექციონისტული სავაჭრო ზომებისა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო. 17 ივლისს, ტოკიოში ხელმოწერილი გარიგება, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მსხვილია მათ შორის, რაც ევროკავშირს ოდესმე დაუდია. სავაჭრო შეთანხებას ხელი მოაწერეს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ და ხოლო ევროკავშირის 28 წევრის სახელით, ევროკავაშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა და ევროკომიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა. დოკუმენტი ითვალისწინებს მსოფლიოში ყველაზე დიდი ღია ეკონომიკური ზონის შექნმას და აუქმებს ტარიფებს ყველაფერზე, იაპონური მანქანებით დაწყებული და ფრანგული ყველით დამთავრებული.