შემცირდა ევროკავშირის საზღვრების არალეგალურად გადაკვეთის შემთხვევები

ევროკავშირის სასაზღვრო სამსახურის, Frontex-ის მონაცემებით, 2018 წლის პირველ ნახევარში არალეგალური მიგრანტების მიერ ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთის შემთხვევები ორჯერ შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. წლის პირველ ექვს თვეში აღრიცხულია საზღვრების არალეგალურად გადაკვეთის 60430 ფაქტი. Frontex-ის ინფორმაციით, ივნისში არალეგალური მიგრაციის ყველაზე პოპულარული მარშრუტი იყო ხმელთაშუა ზღვის დასავლეთიდან ესპანეთის მიმართულებით. ესპანეთში არალეგალურად ჩასული მიგრანტების უმრავლესობა მაროკოს, გვინეის და მალის მოქალაქეები არიან.