ავღანეთში ათზე მეტი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა საჰაერო თავდასხმებს

სულ მცირე 14 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები ემსხვერპლა ავღანეთის და აშშ-ის ძალების მიერ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ჩრდილოეთის ქალაქ ყუნდუზთან, არის ცნობები დაჭრილების შესახებაც - იუწყებიან ავღანეთის ოფიციალური პირები. მათი თქმით, ჯერჯერობით გაურკვეველია სამოქალაქო მსხვერპლი აშშ-ის თვითმფრინავს მოჰყვა თუ ავღანეთისას, რადგან ხმელეთზე მიმდინარე ოპერაციის მხარდასაჭერად ორივემ განახორციელა საჰაერო თავდასხმა. აშშ-ის სამხედრო უწყების განცხადებით, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საქმე მის თვითმფრინავებს ეხება. ბოლო თვეებში გახშირდა სამხედრო შეტევები როგორც ავღანეთის ძალების, ისე ექსტრემისტების მხრიდან, რაც სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდას იწვევს.