დავით ზალკალიანმა ამერიკელ სენატორს გააცნო ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება

დავით ზალკალიანი და ბობ კორკერი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბობ კორკერს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზალკალიანმა და კორკერმა ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებსა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობაზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე. დავით ზალკალიანმა ბობ კორკერს გააცნო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ.” საგარეო საქმეთა მინისტრმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს აქტიური ორპარტიული მხარდაჭერისთვის. დავით ზალკალიანი ვაშინგტონში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიწვევით და მონაწილეობს რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში.