პაკისტანში მიმდინარეობს პარლამენტის და რეგიონული არჩევნები, რომელშიც ხმის მიცემის უფლება აქვს 100 მილიონზე მეტ ამომრჩეველს. კენჭისყრის დაწყებიდან მალევე, ქალაქ ქვეტის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მოხდა აფეთქება, რომლის შედეგად სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, სვაბის რაიონის საარჩევნო უბანთანაც. დაიღუპა ერთი და დაიჭრა 4 ადამიანი. პოლიციის ინფორმაციით, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ არჩევნებში მონაწილე „ნაციონალური პარტიის“ და „სამართლიანობის მოძრაობის“ აქტივისტები.
საყოველთაო არჩევნებში მთავარი კონკურენტები არიან ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნავაზ შარიფის პარტია „მუსლიმთა ლიგა“ და „მოძრაობა სამართლიანობისთვის." პაკისტანში ძალადობის ფონზე მიმდინარეობდა საარჩევნო კამპანიაც. ბოლო დღეებში დაიღუპა 170-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სამი კანდიდატი.