თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა კვლავ მოუწოდა მოქალაქეებს, რათა გაყიდონ დოლარები და ევროები და ხელი შეუწყონ ეროვნული ვალუტის გამყარებას, რომელიც განგრძობს დევალვაციას ეკონომიკური გამოწვევების და აშშ-თან გართულებული ურთიერთობების გამო. 11 აგვისტოს თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ უნეში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს, თურქეთის პრეზიდენტმა სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ აშშ-მა ამერიკელი პასტორ ენდრიუ ბრანსონი ამჯობინა ნატოს სტრატეგიულ მოკავშირე ანკარას. თურქეთის ხელისუფლება ბრანსონს ბრალს დებს ჯაშუშობაში, ტერორიზმსა და 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალებასთან კავშირში. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთს მოთხოვა პასტორის გათავისუფლება, რაც ერთ-ერთი ყველაზე არსებითია აშშ-სა და თურქეთს შორის არსებულ უთანხმოებათა შორის. 10 აგვისტოს ტრამპმა განაცხადა, რომ მან ვიზირება გაუკეთა ტარიფების გაორმაგებას თურქეთიდან იმპორტირებულ ალუმინსა და ფოლადზე. თურქეთი აცხადებს, რომ ვაშინგტონის ამ ნაბიჯს უპასუხოდ არ დატოვებს.