აღმოსავლეთ უკრაინაში ეუთომ დააფიქსირა რუსული სამხედრო ტექნიკის მოძრაობა

უპილოტო მფრინავმა აპარატმა, რომელიც დონბასში მოქმედ ეუთოს მისიას ეკუთვნის, ვიდეოკამერაზე აღბეჭდა რუსული სამხედრო მანქანების მოძრაობა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე. 8 აგვისტოს ღამით სატვირთო მანქანების ერთი კოლონა რუსეთიდან უკრაინაში, მეორე კი საპირისპირო მიმართულებით, უკრაინიდან რუსეთისკენ გადაადგილდება. ვიდეოკადრების კომენტირებისას, უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის მიუხედავად, სახეზეა ერთ-ერთი მეთოდი კონფლიქტის შეგნებული გაჭიანურებისა აღმოსავლეთ უკრიანაში. უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები რუსეთს ადანაშაულებენ თვითგამოცხადებული დონეცკისა და დონბასის სახალხო რესპუბლიკების სამხედრო მხარდაჭერაში. კრემლი ამ ბრალდებებს უარყოფს.