„საინტერესო და გულწრფელი შეხვედრა გამოდგა, ვილაპარაკეთ ყველაფერზე და საკმაო დროც გვქონდა ამისათვის“-განაცხადა გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ. მისი თქმით შეხვედრის თემატიკა მრავალფეროვანი იყო და შეეხებოდა, როგორც საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებას, ისე მის ევრო-ატლანტიკურ პერსპექტივას.გრიგოლ ვაშაძე აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე მათ ანგელა მერკელისგან ნაკლებად ოპტიმისტური პასუხები მიიღეს:
„მინდა ვთქვა, რომ გერმანიის პოზიცია 2012 წლიდან არ შეცვლილა. ერთის მხრივ, ეს იმაზე იმაზე მიუთითებს, რომ გერმანიაში ამ საკითხზე ალბათ ძალიან დიდი ხანია აღარ უფიქრიათ, რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, აბსოლუტურად მოშლილია საგარეო პოლიტიკური აპარატი, რომელიც არ და ვერ მუშაობს“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს „თბილისი მარიოტში“ შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობისა და „ევროპული საქართველოს წევრები გრიგოლ ვაშაძე, სალომე სამადაშვილი, დავით ბაქრაძე და გიგა ბოკერია.