დააკავეს რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნი

მოსკოვის მახლობლად, საკუთარ ბინაში, დააკავეს რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტი, ალექსეი ნავალნი. ამის შესახებ ტვიტერით იტყობინება ნავალნის წარმომადგენელი კირა იარმიში. იარმიში და ნავალნი ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს გაურკვეველი მიზეზით. როგორც იარმიში იტყობინება, პოლიციამ ნავალნის ჩამოართვა მობილური ტელეფონი. ნავალნი უკვე რამდენჯერმე იყო დაკავებული.

ნავალნი რამდენჯერმე იმყოფებოდა პატიმრობაშიც ანტისამთავრობო გამოსვლების ორგანიზებისთვის, ასევე ფინანსური თაღლითობის ბრალდებით, რაც, ნავალნის თქმით, შეთითხნილი იყო კრემლისა და პუტინის მიერ ოპოზიციისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით.