რუსეთი სექტემბერში იწყებს ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ მანევრებს

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ სექტემბერის თვეში შეიარაღებული ძალები ჩაებმებიან ყველაზე ფართომასშტაბიან სამხედრო მანევრებში, რომლის მსგავსი ქვეყანაში არ ჩატარებულა 1981 წლის შემდეგ. რუსი მინისტრის თქმით, სწავლებაში სახელოწდებით „ვოსტოკ-2018“ მონაწილეობას მიიღებს 300 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 1000-ზე მეტი საავიაციო ერთეული. “ჩვენ ავამოქმედებთ აღმოსავლეთ და ცენტრალური სამხედრო ოლქების, წყნარი ოკეანის და ჩრდილოეთის ფლოტების, ასევე საავაციო ძალების პრაქტიკულად ყველა კომპონენტს“, - განუცხადა შოიგუმ ჟურნალისტებს. რუსეთის მედიის თანახმად ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა „ვოსტოკ-2018“ ჩატარდება 11-15 სექტემბერს და მასში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ჩინეთისა და მონღოლეთის სამხედრო ქვედანაყოფები.