ევროკავშირმა საქართველოს 45 მილიონი ევროს დახმარება გამოუყო

„ევროკომისიამ საქართველოსთან ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმი გააფორმა და მას 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გამოუყოფს“-განაცხადა
ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის წარმომადგენელმა, ალექსანდერ ვინტერშტაინმა. მისი თქმით, ევროკავშირის მაკროეკონომიკური დახმარება, 45 მილიონი ევროს ოდენობით, საქართველოს მიერ ფინანსური საჭიროებების ნაწილის დაფარვას და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას
მოხმარდება.