ნიკოლოზ ბასილაშვილი მერვედფინალში გავიდა და რაფაელ ნადალს შეხვდება

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო ამერიკის ღია პირველობაზე და კარიერაში პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირის მერვედფინალში. მსოფლიოს რეიტინგში 37-ე ადგილზე მყოფმა ქართველმა ჩოგბურთელმა სლოვენიელი ალიაზ ბედენესა და ამერიკელი ჯეკ სოკის ძლევის შემდეგ, მეთექვსმეტედფინალში არგენტინელ გვიდო პელას აჯობა ოთხ სეტში - 6:3 6:4 1:6 7:6. ამ გამარჯვებით მან 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

მერვედფინალში ბასილაშვილი დაუპირისპირდება მსოფლიოს პირველ ჩოგანს - ესპანელ რაფაელ ნადალს, რომელმაც მეთექვსმეტედფინალში რუსი კარელ ხაჩანოვი ჩამოიშორა, ანგარიშით 5:7 7:5 7:6 7:6.