ნიუ-იორკში, კენედის აეროპორტში დუბაიდან ჩაფრინდა თვითმფრინავი რეისით 203, რომელშიც ათობით დაავადებული მგზავრი იმყოფება. ტელეკომპანია abc-ის ინფორმაციით, რომელიც თვითმფრინავის პილოტს ეყრდნობა, მგზავრებს მაღალი სიცხე აქვთ და ახველებთ. თვითმფრინავი ტერმინალებისგან მოშორებით დაეშვა. ტელეკომპანიის ცნობით, მგზავრები იზოლირებული იქნებიან. კენედის აეროპორტში მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები.