ზაზა სარალიძე 21 საათისთვის საგანგებო განცხადებას გააკეთებს

11 სექტემბერს თბილისში, პარლამენტის შენობასთან განახლდა ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია, რომელზეც დაახლოებით 21 საათზე ზაზა სარალიძე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. აქციაზე რამდენიმე ათეული მოქალაქე იმყოფება.