პოლიციამ პარლამენტის ტერიტორიიდან გასაშლელი კარვები გაიტანა

პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქცია მეორე დღეა ტარდება, გასაშლელი კარვები გაიტანა, მანამდე ზაზა სარალიძესა ტერიტორიაზე მობილიზებულ პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის საშუალება არ მისცა. აქცია არ არის ხალხმრავალი. იქვე რჩება მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლის შვილიც სპეცოპერაციის დროს მოკლეს პანკისში. ზაზა სარალიძე გადაყვანილია საავადმყოფოში. ის პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ შეუძლოდ გახდა.