სირიაში გაუჩინარდა რუსული სამხედრო თვითმფრინავი

ილ-20

სირიაში, ხმელთაშუა ზღვის თავზე გაუჩინარდა რუსული მზვერავი თვითმფრინავი ილ-20, რომელშიც 14 სამხედრო იმყოფებოდა - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. მისი ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეთა ბედი უცნობია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, თვითმფრინავი გაუჩინარდა სირიის ლატაკიის პროვინციაში ისრაელის ავიაციის იერიშის და ფრანგული ავიამზიდიდან რაკეტების გაშვების დროს.

სააგენტო ფრანს-პრესის ინფორმაციით, საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს, რომ რუსულ თვითმფრინავზე შეტევა განხორციელდა. ტელეკომპანია CNN აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსული თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდეს სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა.