როჰანი: ირანი არ შეწყვეტს სარაკეტო პროგრამას

ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი აცხადებს, რომ თეირანი არ შეწყვეტს თავის სარაკეტო პროგრამას, აშშ-ის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად. პრეზიდენტი ამ განცხადებით გამოვიდა ტელევიზიით გადაცემულ სიტყვაში, რომელიც ეძღვნებოდა ირან-ერაყის 1980-88 წლების ომის დაწყების დღეს. "ირანი თავს არ დაანებებს თავის თავდაცვით იარაღს ... მათ შორის რაკეტებს, რომლებიც ასე აბრაზებს ამერიკას" - განაცხადა როჰანიმ. ირანს აქვს ბალისტიკური რაკეტები რადიუსით 3500 კილომეტრამდე, რაც საკმარისია როგორც ისრაელის, ისე ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ბაზების მიზანში ამოსაღებად. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის სარაკეტო პროგრამა ახსენა, როცა აშშ გამოიყვანა ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს მიღწეული ბირთვული ხელშეკრულებიდან, რომლის ფარგლებშიც თეირანი დათანხმდა ბირთვული პროგრამის შეკვეცას, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.