უკრაინის ახალი კანონი მოქალაქეობის მიღებას გაუადვილებს დონბასის კონფლიქტში მონაწილე უცხოელებს

უკრაინის პარლამენტმა პირველი წაკითხვით მიიღო კანონპროექტი, რომელიც უკრაინის მოქალაქეობის მიღებას გაუადვილებს დონბასის კონფლიქტში მონაწილე უცხოელებს. დოკუმენტი ასევე უცხოელ მოხალისეებს საშუალებას მისცემს დაჩქარებული წესით მიიღონ უკრაინაში ცხოვრების უფლება. პარლამენტის სხდომის მსვლელობისას პარლამენტის შენობის წინ გაიმართა კანონპროექტის მხარდამჭერი აქცია.