ფრანკოფონიის სამიტი ცეკვის თანხლებით

Your browser doesn’t support HTML5

ერევანში დასრულდა ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მე-17 სამიტი. 11-12 ოქტომბერს ფრანგულენოვანი სახელმწიფოების საერთაშორისო ორგანიზაციის, ფრანკოფონიის სამიტში მონაწილეობდა 80-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია. 40-მდე ქვეყანა წარმოდგენილი იყო პრემიერ-მინისტრებისა ან პრეზიდენტების დონეზე. საზეიმო ვახშამზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ იცეკვეს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად.