ხულოში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ღორჯომის თემის რწმუნებულის თემურ ირემაძის ინფორმაციით გარდაცვლილია 18 წლის გოგონა და 77 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კაცი. ისინი ხანძრის დროს სახლში იმყოფებოდნენ. ხულოში, ღორჯომის თემის სოფელ ჭახაურაში ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველი მეხანძრეები და სამართალდამცველები. კომისიის მიერ ზარალის შესწავლის შემდეგ დაზარალებულებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ.