ჩეჩნეთის ლიდერი დაემუქრა ინგუშეთში მიმდინარე აქციის მონაწილეებს

ჩეჩნეთის ლიდერი გამოეხმაურა ქალაქ მაგასში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მიმართულს ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის საზღვრის თაობაზე შეთანხმების წინააღმდეგ და მომიტინგეთა ლიდერებს მოუწოდა საპროტესტო აქციები გამართონ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც თავისად მიიჩნევენ. „თუ თქვენ ნამდვილი ვაჟკაცები ხართ, თუ თვლით, რომ ეს ტერიტორია თქვენია, მაშინ იქ გამართეთ მიტინგები და განაცხადეთ, რომ ეს თქვენი მიწაა. თუ ამის შემდეგ, თქვენ იქიდან ცოცხლები წახვალთ, მაშინ მე ის რამზანი ვყოფილვარ, რომელზეც ლაპარაკობთ“, - აღნიშნა რამზან კადიროვმა. ჩეჩნეთის ლიდერი ასე გამოეხმაურა შეურაცხყოფას, რომელიც მისი მისამართით გაისმოდა მაგასში გამართულ აქციებზე. ზოგიერთმა გამომსვლელმა მაგალითად ხმამაღლა განაცხადა, რომ კადიროვი ბენოის მოდგმის კი არაა, არამედ „ბენია“ (ინგუშურად ნიშნავს მწყემსს). ჩეჩნეთის ლიდერმა ეს გამოხმაურება მტკივნეულად მიიღო. 26 სექტემბერს იუნუს-ბეკ ევკუროვმა და რამზან კადიროვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სუბიექტებს შორის საზღვრის დადგენის თაობაზე, რომელიც ტერიტორიების გაცვლას ითვალისწინებს. 4 ოქტომბერს ინგუშეთის პარლამენტის დეპუტატებმა შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს. სახალხო კრება მიმდინარეობდა სტიქიური პროტესტის ფონზე, რომელიც ორი კვირა გაგრძელდა.