პიტსბურგიდან ვრცელდება ინფორმაცია სროლისა და მსხვერპლის შესახებ

აშშ-ის ქალაქ პიტსბურგის პოლიციის განცხადებით, მსხვერპლი მოჰყვა სროლას სინაგოგის მახლობლად. პოლიციის წარმომადგენელმა ჯეისონ ლანდომ მოსახლეობას მოუწოდა, სამართალდამცველებს შეატყობინონ, რომ შენიშნავენ რაიმე სახის უჩვეულო ქმედებებს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ თვალს ადევნებს პიტსბურგის მოვლენებს. პიტსბურგი პენსილვანიის შტატში მდებარეობს.