საიამ 10 საათისთვის 10 საჩივარი და 2 შენიშვნა დაწერეს საჩივრების წიგნში არჩევნების მიმდინარეობისას არსებული დარღვევების შესახებ.
- ბაღდათის #16 უბანზე ჩანაწერთა წიგნის დასალუქ ზონარზე არ ფიქსირდება კომისიის ბეჭედი, კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერები, რაც საარჩევნო კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევაა.
- „ერთიანინაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულმა წევრებმა უარი განაცხადეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებიკომისიის წევრის გამოსავლენად ჩასატარებელ წილისყრაში მონაწილეობაზე (უბნები: ვაკის #71, გლდანის #15 და #96, კრწანისის #9, #32, სამგორის #92).
- „ერთიანინაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულმა წევრებმა ასევე უარი განაცხადეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებიკომისიის წევრის გამოსავლენად ჩასატარებელ წილისყრაში მონაწილეობაზე (უბნები: ნაძალადევის #16, დიდუბე #54, გლდანის #26); წილისყრისჩატარების შემდეგ აღნიშნული ფუნქციის შესრულებაზე უარი თქვა ამავე პარტიის მიერ დანიშნულმა წევრმა ლანჩხუთში, #2 უბანზე. ევროპული საქართველოს“ მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულმა წევრმა უარი განაცხადაწილისყრაზე გლდანის #40 უბანზე.
- წილისყრის ჩატარების შემდეგ კომისიის წევრებმა თვითნებურად გადაცვალეს ფუნქციები დიდუბის #18 უბანზე. საიას დამკვირვებლის მოთხოვნის საფუძველზე დარღვევა აღმოიფხვრ.კომისიის თავმჯდომარემ ხელახლა ჩაატარა წილისყრა კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გამოსავლენად.
- კრწანისის #9 უბანზე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიაში დანიშნულმა კომისიის წევრმა სცადა წილისყრით გამოვლენილი გადასატანი ყუთის გამყოლი წევრის ფუნქცია კომისიის სხვა წევრისთვის გაეცვლა. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ მან წილისყრით გამოვლენილი ფუნქცია შეასრულა და გაჰყვა გადასატან ყუთს.
- სამგორის #92 უბანზე კომისიის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიაღებინა მორიგ წილისყრაში კომისიის იმ წევრებს, ვინც უარი განაცხადა გადასატანი ყუთის გაყოლაზე, რაც დარღვევაა.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, საუბნოსაარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებიკომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში). თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავს კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის უფლებას. აღნიშნული კომისიის წევრისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.