ამომრჩეველთა აქტივობა 15 საათისთვის 1%-ით უფრო დაბალია, ვიდრე წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე

ცესკო-ს მონაცემებით, 15 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 30,98%. შესაბამისად, 15 საათისთვის ხმა მისცა მილიონ 85 ათას 730-მა ამომრჩეველმა. ცესკო-ს ცნობითვე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, 15 საათისთვის აქტივობა შეადგენდა 32,1%-ს.