ქეთევან ციხელაშვილმა მხარდაჭერა გამოხატა საოკუპაციო ხაზს იქით დარჩენილთა მიმართ
Your browser doesn’t support HTML5
სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა მხარდაჭერა იმ მოქალაქეების მიმართ გამოხატა, რომლებიც გამყოფი ხაზების მიღმა არიან დარჩენილნი. სახელმწიფო მინისტრი დაუშვებლად მიიჩნევს საოკუპაციო ძალების მიერ ადამიანებისთვის გადაადგილების თავისუფლებისა და მათთვის კონსტიტუციით გარანტირებული სხვა უფლებების უგულებელყოფას. ქეთევან ციხელაშვილმა საკუთარი არჩევანი თბილისის მე-16 საარჩევნო უბანზე გააკეთა.