ყიზილაჯლოს 49-ე საარჩევნო უბანზე საიას დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოს 49-ე საარჩევნო უბანზე, არჩევნების დასრულების შემდეგ საიას დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ამიტომ საიამ ის სხვა დამკვირვებლით ჩაანაცვლა.

ამჟამად სოფელ ყიზილაჯლოს 49-ე საარჩევნო უბანი დახურულია და ხმების დათვლა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. საოლქო კომისიაში განგვიცხადეს, რომ ძალიან ბევრი ბათილი ბიულეტენია. შედარებით დაძაბული ვითარებაა უბნის გარეთ, სადაც პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი დგას.