ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (იმავე ტოჩინოშინმა) მარცხით დაიწყო ასპარეზობა "კიუშუ ბაშოზე"

ლევან გორგაძე. თბილისი, 4 ივნისი, 2018 წ.

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (იმავე ტოჩინოშინმა) მარცხით დაიწყო ასპარეზობა "კიუშუ ბაშოზე".

ლევან გორგაძემ შეხვედრა დათმო დასავლეთის მეორე მაეგაშირა ტამავაშისთან, რომელთაც, პირადი შეხვედრების მიხედვით, დიდი უპარატესობა აქვს: 19 შეხვედრიდან 14-ში გაიმარჯვა და მხოლოდ 5-ჯერ დამარცხდა. ტურნირის მეორე დღეს ქართველი მოჭიდავის მეტოქე დასავლეთის მესამე მაეგაშირა ნიშიგიკი იქნება. ტოჩინოშინი მას აქამდე სულ სამჯერ დაუპირისპირდა და ორჯერ სძლია.

ტრავმების გამო ტურნირში ვერ მონაწილეობენ მონღოლი იოკოძუნები - ჰაკუჰო და კაკურიუ.

ლევან გორგაძე იაპონელ იოკოძუნა კისენოსატოსთან ერთად ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად ითვლება.

შეჯიბრების პირველ დღეს ასევე მარცხი იწვნია იოკოძუნა კისენოსატომაც.

"კიუშუ ბაშო“ 15 დღე გაგრძელდება და 25 ნოემბერს დასრულდება.