თეიმურაზ გორჯესტანი: მე ვარ დაინტერესებული რო ვიცოდე, ვინ არი გრიგოლ ვაშაძის ვაჟი. მე მზათა ვარ დებატში მოვიწვიო

თეიმურაზ გორჯესტანი

მე აქა ვარ, სამ დღეში ქეთევანი ჩამოდის პარიზიდან. მე ლონდონიდან ჩამოვედი. მე ერთი კითხვა მაქვს - ნოდარ ვაშაძე სად არის? მოსკოვში? არ ვიცი, მაგრამ მე ერთი შეთავაზება მაქვს. ოჯახი აქ არი და ჩვენ ვართ, რაც ვართ. კითხვებს ვიღებთ, გამოვდივართ ტელევიზორში, რომ გავიცნოთ და თქვენ იცოდეთ როგორც ამომრჩევლები, ვინ არი სალომე ზურაბიშვილის ოჯახი, ვინ არიან სალომე ზურაბიშვილის შვილები. მე ვარ დაინტერესებული, რო ვიცოდე, ვინ არი გრიგოლ ვაშაძის ვაჟი, უფროსი ვაჟი.

და მე აქ გეტყვით - თუ დათანხმდება, თუ ჩამოვა, თუ იცის ქართული, არ ვიცი, მე მზათა ვარ დებატში მოვიწვიო, სადაც გინდათ, როდის გინდათ და მოვილაპარაკოთ, მოვიპალარაკოთ. ეს არი ქართული ვაჟკაცობა, დავიცვათ დედა და მოვილაპარაკოთ, რა არი საქართველო, რა არი ქართული კულტურა, რა არი ქართული ენა - მე მზათა ვარ, როცა გინდათ, ბატონ ნოდარ!