„ჯეოსელის“ ერთ-ერთი ფილიალი გაქურდეს

გამთენიისას გაქურდეს „ჯეოსელის“ ერთ-ერთი ოფისი, რომელიც თბილისში მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. წინასწარი ინფორმაციით, მოპარულია მობილური ტელეფონები და დანაშაული შესაძლოა, არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს.

ზარალის ზუსტი ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით.