ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოშია

ჯეიმს აპატურაი

თბილისში იმყოფება ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი. ის საქართველოში გვიან ღამით ჩამოვიდა. ჯეიმს აპატურაი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს, ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და პრეზიდენტად არჩეულ სალომე ზურაბიშვილს.

„2018 წელი ძალიან ნაყოფიერი იყო ნატო-საქართველოს ურთიერთობების კუთხით. ჩვენ არაერთ კონკრეტულ მიზანს მივაღწიეთ. ახლა საქართველოში გაცილებით მეტი ნატოა, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვინდა. დღევანდელი მოლაპარაკებები 2019 წლის გეგმებს შეეხება”- განუცხადა ჟურნალისტებს ჯეიმს აპატურაიმ.

Your browser doesn’t support HTML5

ჯეიმს აპატურაი საქართველოშია