თურქეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად ათამდე ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაშავდა

სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 47 დაშავდა თურქეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად. ჩქაროსნული მატარებელი, რომელიც ანკარიდან კონიაში მიემგზავრებოდა, რელსებიდან გადავიდა და შეეჯახა ლოკომოტივს, რომელიც რკინიგზის ტექნიკურ მდგომარეობას ამოწმებდა. კატასტროფა ანკარის ცენტრალური სადგურიდან დაახლოებით 8 კილომეტრში მოხდა. ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. საქმეს თურქეთის პროკურატურა იძიებს.