საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა უკრაინას კრედიტები გამოუყვეს

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯიმ იონ კიმი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ 18 დეკემბერს უკრაინის ეკონომიკის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის ფარგლებში კიევი 14 თვის განმავლობაში 3,9 მილიარდ დოლარს მიიღებს. დახმარების პირველი ტრანშს 1,4 მილიარდი დოლარის ოდენობით, უკრაინა 25 დეკემბერს მიიღებს.

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს თანახმად, დაკრედიტების ახალი პროგრამა 2015 წლის მაისიდან მოქმედ პროგრამას ჩაანაცვლებს, რომელიც უკრაინისთვის 17, 5 მილიარდი დოლარის მოცულობით დახმარებას ითვალისწინებდა.

არსებული ინფორმაციით, უკრაინას 750 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტს გამოუყოფს მსოფლიო ბანკიც. მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილება, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეფასებით, მიანიშნებს იმას, რომ მსოფლიო ბანკი აღიარებს უკრაინის პროგრესს რეფორმების, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროში გატარებული რეფორმების მიმართულებით. პრეზიდენტმა პოროშენკომ ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში მსოფლიო ბანკს მდლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და უკრაინის მიმართ რწმენაში.