დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

დავით კირკიტაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სხდომა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღეს 10:30 საათზე გაიმართება. არსებული ინფორმაციით, პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს. დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში, გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავს.

დავით კირკიტაძეს ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის.

სასამართლოს წინ გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს.