ბრიტანეთის ხელისუფლება ჩრდილოეთ ირლანდიაში ათასამდე პოლიციელს გადაისვრის

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ინგლისიდან და შოტლანდიიდან ათასამდე პოლიციელს გადაისვრის ჩრდილოეთ ირლანდიაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამ ზომას მიმართავენ არეულობების შემთხვევისთვის, რაც შეიძლება გამოიწვიოს ბრეკსიტის ჩაშლამ. დიდი ბრიტანეთის მთავრობაში შიშობენ, რომ მოსალოდნელია მასობრივი გამოსვლები. დემონსტრაციები შეიძლება დაიწყოს, თუკი ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შესახებ შეთანხმება არ იქნება მოწონებული პარლამენტის მიერ. ასეთ შემთხვევაში ბრიტანეთს მოუწევს ევროკავშირის დატოვება ბრიუსელთან გარიგების გარეშე. როგორც ვარაუდობენ, ბრექსიტის ასეთი ვარიანტი გამოიწვევს იმას, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასა და ევროკავშირის შემადგენლობაში შემავალ ირლანდიას შორის გაჩნდება სასაზღვრო და საბაჟო ინფრასტრუქტურა.