მოსამართლეთა არჩევის პროცესი სამ პრინციპს უნდა ემყარებოდეს - სამოქალაქო სექტორი

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ პარლამენტს მიმართავს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარს ამბობს. კოალიციის განცხადებით, გრძელდება მუშაობა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომლებმაც უზანესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის დაკომპლექტებაში მიიღეს მონაწილება თანამდებობები დატოვონ.

„არსებული შემადგენლობით ჯგუფის შენარჩუნება გამორიცხავს რეალურ ცვლილებებზე მსჯელობას და მოემსახურება მხოლოდ პროცესის კოსმეტიკურ შელამაზებას. ამის გათვალისწინებით, კოალიცია უარს ამბობს სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე და მიმართავს პარლამენტს არსებითად გადახედოს შექმნილ ფორმატს და ჯგუფის შემადგენლობას“. კოალიციის შეხედულებით უზენაესი სასამართოს მოსამართლეთა არჩევის პროცესი სამ ძირითად პრინციპს უნდა ეყრდნობოდეს:

  • დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის უზრუნველყოფა;
  • არჩევის პროცესის გამჭვირვალობა და ღიაობა;
  • პროცესის ობიექტურად და მიუკერძოებლად წარმართვა", აცხადებენ კოალიციაში შემავალი არასამთაბრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.