უფროსკლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება

2020 წელს საქართველოს საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასელებისთვის მოიხსნება სკოლის გამოსაშვები გამოცდები - ამის შესახებ განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ. მისი განმარტებით, სკოლა ატესტატს გასცემს აკადემიური მოსწრების საფუძველზე. რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, გორგოძის თქმით, 2020 წელს ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველასთვის. სავალდებულო აღარ იქნება ზოგადი უნარების გამოცდა. მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით - მათემატიკა ტექნიკური და ისტორია ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში. გარდა ამისა, უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ სურვილის შემთხვევაში დაამატონ თავისი პროგრამის რელევანტური და არჩევითი გამოცდა, მათ შორის ზოგადი უნარები.