სავარაუდოდ, CO-თი მოწამვლის შედეგად გარდაცვლილი შვიდივე მამაკაცი ერთ ბინაში იმყოფებოდა

ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც 7 ადამიანი გარდაიცვალა სავარაუდოდ, მხუთავი აირით, CO-თი მოწამვლის შედეგად. შვიდივე მამაკაცი ერთ ბინაში იმყოფებოდა. უბედური შემთხვევა ნაქირავებ ბინაში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილები მშენებლობაზე მუშაობდნენ.