ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ახლა უკვე ილიაუნის ბიზნესსკოლის ყოფილი დეკანი, გიორგი ქადაგიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ის დეკანის პოსტიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, ის ერთი კვირა საქართველოში არ იმყოფებოდა, სწორედ ამ პერიოდს დაამთხვია ადმინისტრაციამ ე.წ. რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც, როგორც ქადაგიძე წერს, ის აღარ არის ბიზნესსკოლის დეკანი.
„მიზეზი ძალიან მარტივი და ამავე დროს ფუნდამენტურია. მისი სახელია ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა. არადა სწორედ რომ სიახლეების და რეალური რეფორმების დაგვიანების ფასს ყოველწლიურად ჩვენი ათასობით სტუდენტი იხდის. ცხადია ეს ამბავი ჩემთვის მხოლოდ ახლა იწყება. მეტის დაწერა სამწუხაროდ პირადი მიზეზების გამო არ შემიძლია, მაგრამ ორშაბათიდან ყველაფერი იქნება საჯარო“, - წერს გიორგი ქადაგიძე.
მან ასევე გაასაჰაროვა რამდენიმე კვირის წინ აკადემიური საბჭოსთვის მიწერილ წერილიც და დაწერა, რომ მისი შინაარსი ნათელს ხდის ე.წ. რეორგანიზაციას.