61-ე სკოლაში მოზარდებს შორის დაპირისპირება მოხდა

61-ე საჯარო სკოლასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შსს-ში, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა მეთერთმეტე კლასელებს შორის. დამატებითი დეტალები ამ დროისათვის ცნობილი არ არის.