თალიბანი მონაწილეობას მიიღებს "შიდაავღანურ" მოლაპარაკებაში, მთავრობის გარეშე

თალიბანი აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებს მოსკოვში დანიშნულ "შიდაავღანურ" მოლაპარაკებაში, რომლის მიზანია მნიშვნელოვანი ავღანელი ფიგურების მოზიდვა, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის, ოპოზიციის წარმომადგენლების და თემთა უხუცესების, ოღონდ მთავრობის წარმომადგენლების გარეშე. შეხვედრა 5 თებერვალს დაიწყება და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მოსკოვში განთავსებულმა ავღანეთის საზოგადოების საბჭომ, რომელიც რუსეთში მცხოვრები ავღანური დიასპორის ორგანიზაციაა, 4 თებერვალს ქაბულში გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, რომ ის არის შეხვედრის ორგანიზატორი. რუსეთის მთავრობა უარყოფს შეხვედრის ორგანიზებას, აშშ-ის ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია მის შესახებ. შეხვედრის ფონია განახლებული ძალისხმევა გადაიჭრას ავღანეთში 17 წლის განმავლობაში მიმდინარე ომი. სამშვიდობო პროცესმა ინტენსიფიკაცია განიცადა მას მერე, რაც აშშ-მა მოლაპარაკებაში თავის წარმომადგენლად ზალმაი ხალილზადი დანიშნა. თალიბანი უარს ამბობს მოელაპარაკოს პრეზიდენტ აშრაფ ღანის მთავრობას, რომელსაც ის აშშ-ის მარიონეტად მიიჩნევს.