დაიწყო გამოძიება რუსი რეპერის, დეცლის, სიკვდილის მიზეზებზე

რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაიწყო გამოძიება ჰიპ-ჰოპის ცნობილი არტისტის, დეცლის სიკვდილის მიზეზებზე. 35 წლის კირილ ტოლმატსკი, იგივე დეცლი, რუსეთში ერთ-ერთი წამყვანი რეპერი იყო. გავრცელებული ცნობებით, ის 3 თებერვალს, გამთენიისას გარდაიცვალა იჟევსკის ერთ-ერთ კლუბში გამოსვლის შემდეგ. "გამომძიებლები შეისწავლიან ინციდენტის ადგილს, ჩატარდება ექსპერტიზა" - განაცხადა უდმურტიის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა. დეცლის დებიუტი 2000 წელს შედგა ალბომით "ვინ ხარ შენ", მას შემდეგ არტისტს არაერთი მუსიკალური ჯილდო ჰქონდა მიღებული.