გარდაიცვალა მსახიობი გურანდა გაბუნია

80 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია. ბოლო დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო.

გურანდა გაბუნია მონაწილეობდა 20-მდე ქართულ ფილმში, სხვადასხვა წლებში იგი მარჯანიშვილის, რუსთაველისა და რუსთავის დრამატული თეატრების მსახიობი იყო.

გურანდა გაბუნია იყო საქართველოს სახალხო არტისტი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი, იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.