ევროპარლამენტისთვის გამოწვევაა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა მოამზადა ანგარიში რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ, რომელშიც გამოწვევებს შორის დასახელებულია რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.

დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, შეიარაღებულ კონფლიქტებში რუსეთის პირდაპირი და ირიბი მონაწილეობა, ყირიმის ანექსია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა დემოკრატიული პრინციპების და ფუნდამენტური ფასეულობების მიზანმიმართული დარღვევაა.